Fleet House Manager — ავტოპარკის მართვის სისტემა
Fleet House Manager არის აპლიკაცია, რომლითაც ჩვენ თვითონ ვმართავთ 120-ავტომობილიან პარკს. იგივე სისტემა ხელმისაწვდომია სხვა გაქირავების კომპანიებისთვის — მცირე, 5-მანქანიანი ბიზნესიდან რამდენიმე ასეულამდე.
რა პრობლემას წყვეტს
გაქირავების მცირე და საშუალო ბიზნესი, როგორც წესი, Excel-ით და ტელეფონის ჩანაწერებით მუშაობს. შედეგად ჩნდება სამი ტიპური პრობლემა: ორმაგი ჯავშანი, დაუფიქსირებელი ხარჯი და უცოდინრობა იმისა, თუ რომელი ავტომობილი იხდის თავს და რომელი — არა. Fleet House Manager სამივეს ერთ ბაზაში კეტავს.
ორმაგი ჯავშანი
სისტემა ავტომატურად ამოწმებს კონფლიქტს ჯავშნებს, აქტიურ გაქირავებებსა და ტექმომსახურების ფანჯრებს შორის — ჯავშნის შენახვამდე.
დაკარგული ხარჯი
ხარჯები კატეგორიებად აღირიცხება და ავტომობილს მიება. სესხი და სადაზღვევო პრემია პროგნოზირდება მომავალ დღეებზე ავტომატურად.
უცნობი მომგებიანობა
თითოეულ ავტომობილზე ცალკე ითვლება ROI, ROA, უკუგების ვადა და დატვირთვის კოეფიციენტი — ჩანს, რომელი მანქანა უნდა გაიყიდოს.
ძირითადი ფუნქციები
| სფერო | რას აკეთებს |
|---|---|
| ავტოპარკი | ავტომობილების ბაზა, ტექმომსახურების ფანჯრები, ფოტოები, დოკუმენტები |
| ჯავშნები | დაჯავშნა, გაუქმება, ჯავშნის გადაქცევა გაქირავებად, კონფლიქტების დეტექცია |
| გაქირავება | დაწყება, გაგრძელება, ვადამდე შეწყვეტა, რეაქტივაცია, ისტორიული ჩანაწერები |
| ფინანსები | დღიური P&L, შემოსავალი და ხარჯი პერიოდზე, წმინდა მოგება |
| ინვესტიცია | ROI, ROA, უკუგების ვადა, დატვირთვა თითო ავტომობილზე და პარკზე |
| კლიენტები | ბაზა, რეიტინგი, გაქირავებების ისტორია, სტატისტიკა |
| ხარჯები | კატეგორიები, სესხები, სადაზღვევო პოლისები, პროგნოზირება |
| ფოტოფიქსაცია | ავტომობილის, გაქირავებისა და ჯავშნის ფოტოები ერთ ბაზაში |
| ექსპორტი | Excel-ში გატანა, JSON სარეზერვო ასლი, ავტომატური ბექაფი ელფოსტაზე |
როგორ ითვლება მომგებიანობა
შემოსავალი აღიარდება გაქირავების პერიოდზე განაწილებით, არა გადახდის დღეს — ეს იძლევა რეალურ დღიურ P&L-ს. ჯარიმები შემოსავალში არ ითვლება. სესხისა და დაზღვევის ხარჯი პროგნოზირდება მხოლოდ მომავალ დღეებზე, რათა წარსული პერიოდის ფაქტობრივი ციფრები არ დამახინჯდეს.
- ROI = (გაქირავების წმინდა შემოსავალი − ხარჯები) ÷ ავტომობილის შესყიდვის ღირებულება
- ROA = ავტომობილის წმინდა შედეგი ÷ ავტომობილის მიმდინარე საბალანსო ღირებულება
- უკუგების ვადა = შესყიდვის ღირებულება ÷ საშუალო თვიური წმინდა შედეგი
- დატვირთვა = გაქირავებაში გატარებული დღეები ÷ კალენდარული დღეები პერიოდში
ტექნიკური მონაცემები
- პლატფორმა
- Android 7.0+ / iOS 13+
- ტექნოლოგია
- Flutter
- მონაცემთა ბაზა
- SQLite (ლოკალური)
- ინტერნეტი
- არ არის სავალდებულო
- ინტერფეისის ენა
- ქართული, ინგლისური
- მიმდინარე ვერსია
- 2.16
მონაცემები ინახება მოწყობილობაზე — გარე სერვერზე ავტომატურად არაფერი იგზავნება. სარეზერვო ასლი იქმნება JSON ფაილად და, სურვილისამებრ, ავტომატურად იგზავნება თქვენს ელფოსტაზე დღიური, კვირეული ან თვიური პერიოდულობით.
ვისთვის არის
- გაქირავების კომპანიები 5–300 ავტომობილით
- ავტოპარკის მფლობელები, რომლებიც ავტომობილებს პარტნიორ კომპანიებზე გასცემენ
- ტურისტული ოპერატორები, რომლებსაც საკუთარი ტრანსპორტი აქვთ
- ლიზინგისა და ოპერაციული გაქირავების კომპანიები
ხშირად დასმული კითხვები პროგრამაზე
რა ღირს Fleet House Manager?
საბაზისო ვერსია უფასოა. გაფართოებული ფუნქციები (მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი, ცენტრალიზებული სინქრონიზაცია, ინტეგრაციები) ინდივიდუალური შეთანხმებით ფასდება ავტოპარკის ზომის მიხედვით.
მუშაობს თუ არა ინტერნეტის გარეშე?
დიახ. მონაცემთა ბაზა ლოკალურია, ამიტომ აპლიკაცია სრულად მუშაობს ოფლაინ რეჟიმში. ინტერნეტი საჭიროა მხოლოდ ელფოსტაზე სარეზერვო ასლის გასაგზავნად.
შესაძლებელია თუ არა მონაცემების გადმოტანა Excel-იდან?
დიახ. ავტომობილების, კლიენტებისა და ისტორიული გაქირავებების იმპორტი შესაძლებელია სტრუქტურირებული ფაილიდან. მიგრაციაში ვეხმარებით.
რამდენ მომხმარებელს უჭერს მხარს?
საბაზისო ვერსია ერთ მოწყობილობაზეა გათვლილი. მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი გაფართოებული ვერსიის ნაწილია.
ჩემი მონაცემები თქვენთან ხვდება?
არა. ბაზა მოწყობილობაზეა და სარეზერვო ასლი მიდის მხოლოდ იმ ელფოსტაზე, რომელსაც თქვენ მიუთითებთ.
Fleet House Manager-ის დემონსტრაცია
მოგვწერეთ ავტოპარკის ზომა და გამოგიგზავნით დემო ვერსიას და დანერგვის გეგმას.